logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს NATO-ს წევრობისათვის
- +

7 სექტემბერი. 2016. 16:24



„კომისია განიხილავს სხვადასხვა საკითხების ფართო წრეს, რომელშიც შესულია შავი ზღვის უსაფრთხოების თემები და   უკანასკნელი მოვლენების განვითარებები ევროატლანტიკური უსაფრთხოების ჭრილში",- ამის შესახებ  NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა   NATO-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნაზე განაცხადა.


სტოლტენბერგმა, ასევე, მადლობა გადაუხადა  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და  მასპინძლობისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა.


„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს სტუმარმასპინძლობისთვის. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. მოხარული ვარ, რომ თბილისი გვმასპინძლობს და მაქვს საშუალება, ასევე მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. ასევე მინდა ხაზი გავუსვა თქვენს მიღწევებს, რომელიც წინა წლებში გქონდათ, იმ მსხვერპლს, რომელიც საერთო უსაფრთხოებისთვის საქართველოს სამხედრო სამსახურებმა გაიღეს. 2008 წელს შეიქმნა NATO-საქართველოს კომისია, რომელიც გახლავთ ფორუმი მიმდინარე დიალოგისთვის, თანამშრომლობის პლატფორმა NATO-საქართველოს შორის. დღევანდელი შეხვედრის თვალსაზრისით, კომისია განიხილავს სხვადასხვა საკითხების ფართო წრეს, რომელშიც შესულია შავი ზღვის უსაფრთხოების თემები და  ევროატლანტიკური უსაფრთხოების ჭრილში უკანასკნელი მოვლენების განვითარებები. ასევე განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ეს გახლავთ ინიციატივა, რომელიც 2014 წელს შევიდა ძალაში NATO-ს უელსის სამიტზე და მას შემდგომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და გაძლიერდა ვარშავის სამიტზე, რაც მიმართულია ჩვენი ძალისხმევის და მხარდაჭერის სერტიფიკაციისთვის. ჩვენ დავამტკიცეთ დამატებითი ზომები, რათა გავაღრმაოთ ჩვენი უკვე ძლიერი თანამშრომლობის მექანიზმები. როგორც ასპირანტ ქვეყანას, საქართველოს გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს NATO-ს წევრობისათვის. ამ გზაზე NATO ერთგულია, საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა",- განაცხადა სტოლტენბერგმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner