logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია რუმინეთზე რუსეთის განზრახ თავდასხმის შესახებ
- +

7 სექტემბერი. 2023. 20:34

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს მინიშნება, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონის ნამსხვრევები გამოწვეული იყო რუმინეთზე რუსეთის განზრახ თავდასხმით.

ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მიერ განზრახ თავდასხმაზე და ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ეს ცხადყოფს ინციდენტების რისკებს. გამოძიების შედეგის მიუხედავად, რაც ჩვენ ვნახეთ, რა თქმა უნდა, არის საბრძოლო მოქმედებები და ასევე საჰაერო თავდასხმები ნატოს საზღვრებთან ახლოს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner