logo_geo
eng_logo
ფაშინიანი: აზერბაიჯანი განაგრძობს ლაჩინის დერეფნის ბლოკადას - ჰუმანიტარულმა კრიზისმა მთიან ყარაბაღში კულმინაციას მიაღწია
- +

7 სექტემბერი. 2023. 20:36

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი განაგრძობს ლაჩინის დერეფნის ბლოკადას და შედეგად, ჰუმანიტარულმა კრიზისმა მთიან ყარაბაღში კულმინაციას მიაღწია.

აშკარაა, რომ ამ ქმედებებით აზერბაიჯანი ავლენს განზრახვას ახალი სამხედრო პროვოკაცია მოახდინოს მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის წინააღმდეგ. ყალბი და არასწორი ნარატივები ვრცელდება ასეთი პროვოკაციის გამართლებისთვის“, -აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შექმნილი ვითარება მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მხრიდან სერიოზული ზომების მიღებას სამხრეთ კავკასიაში ახალი აფეთქების თავიდან ასაცილებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner