logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო - განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა
- +

7 სექტემბერი. 2023. 21:48

 

"კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო - განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა, ეს იყო სულ! ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს! დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი… საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს! ამ მოცემულობის გათვალისწინებით გახდება ის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ამაყი და ღირსეული წევრი“, - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner