"2008 წლის 19 სექტემბრიდან 2013 წლის 11 ივლისამდე, მიშას აქვს 271 ჯერ გამოყენებული სამთავრობო ბორტი, რომლის ეკიპაჟის მგზავრები მეტწილად იყვნენ მისი ოჯახის წევრები ნაწილ შემთხვევაში და ნაწილ შემთხვევაში სუსტი ყოფაქცევის ქალები," - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ სუბიექტის ბოლო თეთრამდე და ცენტამდე ხარჯი, ანაზღაურებულია სახელმწიფოს ხარჯებით.
„სიტუაცია გამოიყურება შემდეგნაირად: 2008 წლის 19 სექტემბრიდან 2013 წლის 11 ივლისამდე, მიშას აქვს 271 ჯერ გამოყენებული სამთავრობო ბორტი, რომლის ეკიპაჟის მგზავრები მეტწილად იყვნენ მისი ოჯახის წევრები ნაწილ შემთხვევაში და ნაწილ შემთხვევაში სუსტი ყოფაქცევის ქალები, მისი გარემოცვიდან და არამარტო. ასევე მისი უახლოესი საძმაკაცო, რომლებსაც არანაირ კონტექსტში შემხებლობა არ ჰქონიათ მიშას „პოლიტიკურ" საქმიანობასთან. გარდა მიშასთვის ბოჰემურ ცხოვრებაში ამა თუ იმ სახით პარტნიორობის გაწევაში. აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ სუბიექტის ბოლო თეთრამდე და ცენტამდე ხარჯი, ანაზღაურებულია სახელმწიფოს ხარჯებით. 2008-მდე პერიოდსაც მალე განვიხილავთ“, - აღნიშნავს გიორგი გამსახურდია.