ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ოქრუაშვილს არშემდგარი ადამიანი უწოდა.
„ოქრუაშვილისგან მოვისმინე გუშინ - კალაძემ ფეხი დამიდოო. ანალოგიურ განცხადებებს, მახსოვს, როდესაც სპორტში ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი, ზიდანი, რონალდუ, რონალდინიო აკეთებდნენ ხოლმე, კალაძე ფეხს მიდებსო და ახლა ვფიქრობ, უხერხულია ამ ადამიანების ერთმანეთთან შედარება. ოქრუაშვილი არშემდგარი ადამიანია და არაა საინტერესო არც მისი აწმყო, არც წარსული და არც მომავალი", - განაცხადა კახა კალაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრმა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ კახა კალაძე მას ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან ებრძვის.