logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ იგი არის დამარცხებული
- +

7 სექტემბერი. 2023. 23:37

 

 

სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ იგი არის დამარცხებული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სასამართლომ თქვა, რომ მის საქმეში არც ერთი მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო.

 

„ჩვენ ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა განვასხვაოთ პოლიტიკური შეხედულებები, შეგრძნებები და სამართალი. თუ რა შეფასებას ბატონ ნიკანორ მელიას ამ გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა ნაკლებად საინტერესოა, რადგან უკვე არის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი, რომელმაც მკაფიოდ და ხაზგასმით თქვა ის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ განხორციელებული ღონისძიებები იყო სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ზოგადად, ამ ადამიანებთან მიმართებაში უნდა ითქვას ისიც, რომ ისინი უნდა მიეჩვიონ ერთ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას, რომ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება, ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოება თანხმდება ურთიერთ თანაცხოვრების მშვიდობიან წესებზე, რომელიც შემდგომში უფლებამოსილი ორგანოს მიერ აისახება სამართლებრივ ნორმებში. თუკი ადამიანი არ დაემორჩილება კანონმდებლობას, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. სწორედ მსგავსი ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრა ნიკანორ მელიას. ამავდროულად, აქ დაცული იყო ადამიანის უფლებები უმაღლესი ევროპული სტანდარტით და შესაბამისად, მას აქვს გამოხატვის თავისუფლება და მას შეუძლია თავისუფლად იფიქროს ის, რაც უნდა და ისაუბროს იმაზე, რაც უნდა და რა ფორმითაც მოესურვება, მაგრამ მეორეა სამართალი და მისი აღსრულება. შესაბამისად, სამართლებრივი პროცედურა მის მიმართ არის სრულად დასრულებული. სასამართლომ თქვა, რომ მის საქმეში არც ერთი მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო. სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ იგი არის დამარცხებული“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner