„ოპონენტების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული შეტევა ზოგადად სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიმართ”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ შეჩვეული იყო იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება ემორჩილებოდა მათი მინისტრების, ასევე იმჟამინდელი პრეზიდენტის პირდაპირ მითითებებს და დღეს ასე არ არის. ამაზე მეტყველებს მრავალი სტატისტიკა და რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რომლებიც განხორციელდა სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების გზით. ის, რომ დღეს საქართველოში ბევრად უკეთესი სასამართლოა, ვიდრე იყო 2012 წლამდე, მტკიცდება თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკით - ეს არის ცალსახა“, - განაცხადა ბრეგაძემ.