logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხშირად მოგვიწოდებს დეპოლარიზაციის დასრულებისკენ, ახლა პირიქით, დაპირისპირების ახალ საფუძვლებს ქმნის
- +

8 სექტემბერი. 2023. 00:49

 

 

„ქართული ოცნება“ ცდილობს, შეძლებისდაგვარად, როგორმე ამ ქვეყანაში დეპოლარიზაცია დაასრულოს. ის უმაღლესი თანამდებობის პირი, ვგულისხმობ პრეზიდენტს, რომელიც ხშირად მოგვიწოდებს დეპოლარიზაციის დასრულებისკენ, ახლა პირიქით, დაპირისპირების ახალ საფუძვლებს ქმნის”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„როდესაც კონსტიტუცია ირღვევა, ამის გამართლება იმით, რომ „მე აუცილებლად უნდა გავბრძანდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რათა ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მოვუპოვო“ - ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ეს ვერაფრით შეიფუთება. ეს რიტორიკა მახსენებს სააკაშვილის რიტორიკას, ისიც ხშირად ამბობდა, რომ კონსტიტუცია მისთვის ფარატინა ქაღალდი იყო.

 

დღესაც პრეზიდენტი რომ გამობრძანდა, არცერთი სიტყვა არ დასცდენია იმაზე, რომ საქართველო აუცილებლად მოიპოვებს კანდიდატის სტატუსს. ესეც კი ვერ ამოშაქრა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner