„ვაი იმ ოპოზიციას, ვინც ისევ სააკაშვილის კართან იქნება ატუზული, შევდივარ მათ მდგომარეობაში, მაგრამ ყველა ერთხმად ამბობს, აგერ არის ჩვენი არქიფო სეთური და მას უნდა ვკითხოთო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, უგულავამ მოინდომა ბორდის გაკეთება, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ „ნაცმოძრაობაში“ ყველა ადგილი დაკავებულია.
„ეს კომიკური პერსონაჟები, ხაბეიშვილის სახით, საერთოდ რას ერჩოდნენ ამ ადამიანს. მიიყვანეს თავმჯდომარედ, ზედამხედველად ქალბატონი ჯაფარიძე დაუნიშნეს, იქ პრეზიდენტის მშობელი კიდევ ჭკუას არიგებს ხშირად ამ ადამიანებს. აქეთ მელია გაჰკივის, იქით უგულავამ მოინდომა ბორდის გაკეთება, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ დაკავებულია იქ ყველა ადგილი, დამთავრდა. იქ მისი ადგილი აღარ არის და მისნაირი ავაზაკების, ხაზინის ქურდბაცაცების. იქ სხვა გოგოები და ბიჭები მოვიდნენ ახლა, გაგულისებული ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ სააკაშვილის გარემოცვაში ადგილის დამკვიდრება. ასე რომ, იქ წარსულის ლანდები, უგულავასნაირები მგონი ვერ გაიხარებენ. გადაჭამენ ერთმანეთს ეს ადამიანები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.