logo_geo
eng_logo
ლელა რაზიკაშვილი: პოლიტიკური პროცესები მიდის ძველი სახეებით, ძველი მეთოდებითა და მიზნებით
- +

8 სექტემბერი. 2023. 01:35

 

 

ძალიან რთულ ფაზაში შევდივართ, პრაქტიკულად ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პერიოდში და ჩვენ -საზოგადოება ვყალიბდებით და ვაყალიბეთ ჩვენს პოზიციას, - ამის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარემ, ლელა რაზიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ჩვენთვის ეს ძალიან სანერვიულოა, როგორ შეიცვლება გარემო, რა იქნება ჩვენი შვილებისთვის. პოლიტიკური პროცესები მიდის ძველი სახეებით, ძველი მეთოდებითა და მიზნებით. პოლიტიკურ პროცესში ამომრჩეველი უნდა ხედავდეს პროგრესს, იმედს და უკეთესობას. როდესაც ჩვენ გვენება ძალაუფლება, საარჩევნო ყუთთან ვის მივცეთ, ვის მივცეთ ეს ძალაუფლება. ოპოზიცია პოლიტიკური პროცესის მამოძრავებელი ძალაა“, - განაცხადა რაზიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner