logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: საქართველო სამართლიანი კრიტერიუმებით იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, პრეზიდენტმა ამაზე კიდევე არაფერი განაცხადა, როგორც ჩანს, ისევ ძველ პოზიციაზე რჩება
- +

8 სექტემბერი. 2023. 11:35

 

 

„ყველაზე უხერხულია, როდესაც ის საუბრობს თავისი ამომრჩევლის სახელით, მაშინ როდესაც მილიონ ადამიანზე მეტმა დაუჭირა მას მხარი და დღეს ერთადერთ ადამიანსაც კი ვერ ვიპოვით, რომელიც მას მხარს უჭერს და ამ ქმედებებს უწონებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის გუშინდელ მიმართვას.

 

„ასევე, მას არ ეყო შესაძლებლობა ეღიარებინა, რომ საქართველო სამართლიანი კრიტერიუმებით იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამაზე კიდევე არაფერი განაცხადა. როგორც ჩანს, ისევ ძველ პოზიციაზე რჩება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 სექტემბერს მოქალაქეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner