logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, რეფორმების პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი
- +

8 სექტემბერი. 2023. 11:50

 

 

ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს გვაქვს ორმხრივი ფორმატის ფარგლებში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს დაიწყო ჟოზეფ ბორელის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი.

 

პირველი შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ, საქართველოსა და ევროკავშირს გვაქვს ორმხრივი ფორმატის ფარგლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი როგორც პრაქტიკული, ისე დროის თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, მას ექნება შესაბამისი გავლენა პროცესებზე, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობისთვის, რომელიც ხელისუფლებამ გასწია, რათა შესრულდეს 12 რეკომენდაცია და იმისთვის, რომ მთავარი მიზანი ასრულდეს და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი, რომ ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

 

მისი თქმით, 12 რეკომენდაცია არის ქვეყნის რეფორმების ნაწილი.

 

ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში არ ვამთავრებთ რეფორმების პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად იმყოფება ხელისუფლება, მმართველი გუნდი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას. ეს პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner