logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: გახარია გვარწმუნებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა, შემდგომ კი ვნახეთ, როგორ გადავიდა ამ სიტყვიდან
- +

8 სექტემბერი. 2023. 12:28

 

 

„გიორგი გახარიას პარტიის წევრები ცდილობენ, რომ გახარიას გამართლება მოუძებნონ. ისინიც იქ იყვნენ უმრავლესობის სხდომაზე, იქ ვიყავით ყველა, სადაც გიორგი გახარია გვარწმუნებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ამბობდა, რომ მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ემოქმედათ და შემდგომ ვნახეთ, როგორ გადავიდა ამ სიტყვიდან. პარლამენტმა რომ შეუწყვიტა მანდატი, თავად თქვა უარი კანონის აღსრულებაზე. გუშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მაშინდელი უარი კანონის აღსრულებაზე იყო ჩარევა მართლმსაჯულებაში, ვინაიდან კანონიერ დაპატიმრებაზე სურდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, რომ ჩარეულიყო პოლიციის ქმედებებში და არ მიეცა საშუალება, რომ აღსრულებულიყო კანონი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner