ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სტუდენტების პროტესტს, რომელიც თსუ-ში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, სოციალურ ქსელში ამგვარად აფასებს:
„ახლა, ამ მაძიებელ, დამოუკიდებელ სტუდენტებს რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ეს ნიშნავს, რომ ბნელეთს, კონფორმიზმს, დოგმატიზმს და სხვა მენტალურ-ვენერიულ დაავადებებს ჩვენში დიდი ასპარეზი აღარ დარჩენიათ. ეს ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდებისთვის თავისუფალი სივრცე, გამჭვირვალობა, პლურალიზმი და თანასწორობა უფრო ღირებულია, ვიდრე ძალაუფლებისა და სტატუსისკენ სწრაფვა.
უცებ კამსამოლა დავით უსუფაშვილი გამახსენდა, 21 წლის ასაკში რომ კომპარტიაში შეცუნცულდა, 1989 წელს", - წერს ცოტნე გამსახურდია.
სტუდენტები აპროტესტებენ უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერების არსებობას და დაუშვებლად მიიჩნევენ კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის დანიშვნას.