logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: „ნაციონალების“ ნამსხვრევებთან, მხოლოდ თემატურ საკითხებზე შეიძლება თანამშრომლობა
- +

7 სექტემბერი. 2016. 17:01



„მიჭირს თქმა, რაიმე საკითხი გამოიძებნოს ისეთი, რომლის გარშემოც შეიძლებოდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა",- ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნინიძე „რეპორტიორთან" საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მთავრობამ უნდა შეძლოს თანამშრომლობა თემატურ საკითხებზე ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტთან, ვინც პარლამენტში შევა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან".


„მიჭირს თქმა, რაიმე საკითხი გამოიძებნოს ისეთი, რომლის გარშემოც შეიძლებოდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა. გარკვეულ თემატურ საკითხებზე შეიძლება მხოლოდ თანამშრომლობა ყოფილ „ნაციონალებთან", რომლებიც ახლაც მათი ნატეხები არიან.  „გირჩთან", ვაშაძესთან და ბურჭულაძესთან - ამათთან კიდევ შეიძლება თემატურ საკითხებზე თანამშრომლობა.

ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენგან განსხვავებული აზრი  ექნებათ, მათ შორის საქართველოს სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ფიცხი დამოკიდებულება აღარ უნდა იყოს. თუმცა თანამშრომლობა კოჰაბიტაციაზე მეტს  ნიშნავს  და მის პერსპექტივას ვერ ვხედავ",- განაცხადა ნიშნიანიძემ.    


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner