უამინდობამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები და ჩამოშლილია მიწის მასები. სტიქიის ზონაში ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
„ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
მერიის ინფორმაციით, შექმნილია საგანგებო შტაბი და ამოქმედებულია ცხელი ხაზი: 577 601 304