logo_geo
eng_logo
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა ჯოზეფ ბორელთან პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- +

8 სექტემბერი. 2023. 16:54

 

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაში მონაწილეობდა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი, პარლამენტის ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები, აგრეთვე, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები. შეხვედრაზე ეკა სეფაშვილმა მოუწოდა ბორელს/ევროკავშირს, რომ უფრო ფართო კონტექსტში განიხილოს ის გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშეა მიმდინარე პერიოდში. ეკა სეფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ისეთი საკითხები, რომელიც უშუალოდ ეხება მოსახლეობას.

 

მან მოუწოდა ევროკავშირს მეტად ქმედითი იყოს ერთიანი გადახდის სისტემაში და საერთო როუმინგის არეალში (Single Euro Payment Area and Common Roaming Area) საქართველოს ჩართვის მიმართულებით, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშესახები ეკონომიკური შედეგებით ხალხმა ისარგებლოს. „გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა - ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენთვის საერთოა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში ნაყოფიერ თანამშრომლობას ევროკავშირისა და საქართველოს ინსტიტუტებს შორის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner