logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო
- +

8 სექტემბერი. 2023. 16:55

 

 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის სხდომაში  მონაწილეობა მიიღო.

 

სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი წევრ სახელმწიფოებში.

 

გივი მიქანაძემ, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებაზე ეროვნულ დონეზე სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.

 

ქართველმა დეპუტატმა, ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 13-14 დეკემბერს, მისი თავმჯდომარეობით, ამ საკითხზე ქვეკომიტეტის სხდომა ჩატარდება ხორვატიაში, ქ. ზაგრებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner