კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ საფეხბურთო სკოლის, კალათბურთის, კარატეს, კინგბოქსის, ჭადრაკის, რაგბის, ჭიდაობის და ათლეტიზმის წრის მოსწავლეებს სპორტული ინვენტარი შეუძინა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა მწვრთნელებსა და მშობლებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებიდან გამომდინარე ჯანმრთელი თაობისა და წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით, მუნიციპალიტეტში აგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს.