logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა
- +

8 სექტემბერი. 2023. 17:29

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

 

განხილვის მთავარ თემებს შეხვედრისას, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების საკითხები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა.

 

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა საქართველოს მეგობრები და გულმხურვალე მხარდამჭერები არიან. მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ როგორც პროგრესზე ასევე, გამოწვევებთან დაკავშირებით. შეხვედრისას მათ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მომავალშიც დაუჭერენ მხარს“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

შეხვედრისას მხარეებმა, ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის ზეგავლენაზე როგორც საქართველოზე, ასევე, მთლიანად ევროპასა და მის უსაფრთხოებაზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner