logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: მერია ავტოპარკის განახლება-გაზრდისთვის კიდევ აპირებს ავტობუსების შეძენას
- +

ავტორი ანა ფერაძე

7 სექტემბერი. 2016. 17:02



„რეპორტიორთან" საუბრისას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ახალი ავტობუსები, რომელიც თბილისში სექტემბრის ბოლოდან გამოჩნდება, ხარისხიანი და კომფორტული იქნება. აქვე ლექვინაძემ აღნიშნა, რომ „MAN"-ის 12-მეტრიანი ავტობუსი 2 მეტრით გრძელი იქნება, ვიდრე არსებული ყვითელი ავტობუსები.



„ასეთი კლასის, ხარისხის და კომფორტული ავტობუსები თბილისს ჯერ არ ჰყოლია. ევროპაში მსგავსი ტიპის ავტობუსები მოძრაობს (შვედეთი, ნორვეგია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ა.შ). ანუ თბილისი ევროპული სტანდარტის  ავტობუსებს ყიდულობს.

 

ერთი მხრივ, იგი მაღალტექნოლოგიურია, მუშაობს CNG ძრავზე, რაც ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურია. მეორე მხრივ, მგზავრისთვის მაქსიმალურად კომფორტულია. იგი აღჭურვილი იქნება კონდიციონერით, რაც თბილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „MAN"-ის 12-მეტრიანი ავტობუსი 2 მეტრით გრძელი იქნება, ვიდრე ჩვენი ყვითელი ავტობუსები. 33 დასაჯდომი ადგილის მქონე ახალ ავტობუსს სულ 85 მგზავრის გადაყვანა შეეძლება.

 

მაღალტექნოლოგიური ავტობუსებისთვის დიდ დიღომში ავტობაზა შენდება, სადაც მათი საწვავით გამართვა და ტექნიკური მომსახურება იქნება შესაძლებელი.  მძღოლებიც კონკურსით შეირჩევა და  შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდებათ.

 

მნიშვნელოვანია, რომ მერია ავტოპარკის განახლებისა და გაზარდისთვის მომავალში კიდევ აპირებს ახალი ავტობუსების შეძენას. შემდგომში შედარებით მცირე ზომის ავტობუსებს შევისყიდით, რათა თბილისის რთულ რელიეფსა და ვიწრო ქუჩებში მათ უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner