logo_geo
eng_logo
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ – პროექტს ახორციელებს
- +

8 სექტემბერი. 2023. 18:14

 

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი 11 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ახორციელებს პროექტს „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი.“

 

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პროექტის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი 20 ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ბანაკში, რომელიც გაიმართება საბერძნეთის ქალაქ ვერიაში.

 

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი პიროვნული უნარების განვითარებას, უცხო ქვეყანაში და გარემოში ადაპტაციას, სოციალიზაციასა და ინტეგრაციას. ასევე, აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციას. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები.

 

აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ საბერძნეთის ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილები, ასევე გაიცნონ მათი ბერძენი თანატოლები, მიიღონ მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში, რაც წაახალისებს მათ დაახლოებასა და დამეგობრებას. პროექტი ხორციელდება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ქვეპროგრამის „მშვიდობის ლაბორატორიის“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვერიის, ნაუსასა და კამბანიას ეპარქიასთან თანამშრომლობით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner