logo_geo
eng_logo
ლერი ბარნაბიშვილი: მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არის მოზარდი, ერთი ბავშვის ძებნა კი გრძელდება
- +

8 სექტემბერი. 2023. 18:19

 

 

სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არის მოზარდი, ერთი ბავშვის ძებნა კი გრძელდება“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სტიქიის ზონაში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას.

 

სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი არის მოზარდი, ერთი ბავშვის ძებნა კი გრძელდება. ჩართულია სამაშველო სამსახური, საგზაო დეპარტამენტი. ფაქტი მოხდა მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ამიტომ მძიმე ტექნიკასთან ერთად მუშაობს ცოცხალი მაშველი ძალა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას. დანგრეულია ხიდები, მოსახლეობა მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს, თუმცა ყველასთან არის კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ დილიდანვე, სტიქიის პირველივე საათებიდან ჩართული იყო როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური, პრემიერის ადმინისტრაცია“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner