logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: შენ რომ არ გეკითხება ადამიანი, იმ საქმეს არ უნდა აკეთებდე
- +

8 სექტემბერი. 2023. 18:21

 

 

„78-მუხლი გულისხმობს, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციის გზაზე, საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამ სიტყვებს თუ გამოვტოვებთ, მივიღებთ შეცდომით მოცემულობას და უხეშ მანიპულირებას, რაც სამწუხაროდ, გუშინ პრეზიდენტმა გააკეთა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,

 

ქალბატონ სალომეს ევალება, რომ პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებაში, რაც უწერია კონსტიტუციაში, ყველაფერი გააკეთოს ევროინტეგრაციის გზაზე და რაც არ უწერია, იქ მიდის. შენ რომ არ გეკითხება ადამიანი, იმ საქმეს არ უნდა აკეთებდე. მაგალითად, მას შეუძლია პოზიტიური როლი შეიტანოს დეპოლარიზაციის პროცესში იმ დროს, როდესაც აღვივებს პოლარიზაციას. ასევე მას შეუძლია თავის ქვეყანას მხარი დაუჭიროს თავისი განცხადებებით, ამ დროს კი ის ამბობს, რომ კანდიდატის სტატუს არ ვიმსახურებდით და არც ახლა ვიმსახურებთ. სადაც მან, ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის უნდა გააკეთოს საქმე, იქ აფუჭებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner