logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას დაკავება პოლარიზაციას რომ გამოიწვევდა, სინამდვილეში გახარია ამის შესამცირებლად კი არ გადამდგარა, არამედ გასაღვივებლად - ჩვენ ვამბობდით, რომ უღალატა ამ კაცმა თავის გუნდს
- +

8 სექტემბერი. 2023. 18:23

 

 

ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მსოფლიოში თქვა, რომ ტყუილია მისი პოლიტიკური ნიშნით დაკავება, სიმართლეა, რომ იგი იყო დასაკავებელი და დააკავეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გურიაში ჟურნალისტებს ნიკა მელიას დაკავების საქმეზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, იმ პერიოდში ყველა საუბრობდა, რომ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური მოტივებით მოხდა, რაც შემდეგ ტყუილი აღმოჩნდა. ამას ადასტურებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ აქვთ კითხვები - თავის დროზე პრემიერის პოსტიდან რის გამო გადადგა გიორგი გახარია.

 

ნიკა მელიას დაკავება პოლარიზაციას რომ გამოიწვევდა, სინამდვილეში გახარია ამის შესამცირებლად კი არ გადამდგარა, არამედ გასაღვივებლად. ანუ, ჩვენ რომ ვიძახდით, უღალატა ამ კაცმა თავი გუნდს. დღეს რომ დადის და მერე იმალება, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე რომ საუბრობენ და ეს ასეთ შეხვედრებზე ჩნდება. შემდეგ რომ უარყვეს, ყავის დასალევად ვიყავითო. ვინმემ წარმოიდგენდა, რომ გიორგი გახარია გაბედავდა, იფიქრებდა, დაუშვა ან იკადრებდა ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე საუბარს, ასეთ შეხვედრაზე მისვლას ან საერთოდ, იქ გავლას?! თუმცა, იკადრეს, იფიქრეს, ყველაფერი გააკეთეს და დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მსოფლიოში თქვა, რომ ტყუილია მისი პოლიტიკური ნიშნით დაკავება, სიმართლეა, რომ იგი იყო დასაკავებელი და დააკავეს. ყველა ფორმალური და სამართლებრივი მხარე იყო გამართული“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner