logo_geo
eng_logo
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი ქობულეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს
- +

8 სექტემბერი. 2023. 18:31

 

 

ქობულეთში, უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესი, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია.

 

უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა რამდენი ოჯახი, მათ შორის სოფელ ქობულეთში მცხოვრები მინდია ჯაფარიძის და სოფელი ზენითში მცხოვრები იმედო ქათამაძის ოჯახი. ორივე ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სარეზერვო ფონდი ქობულეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს.

 

ამ ეტაპზე დასკვნით ეტაპზეა გზების გაწმენდილითი სამუშაოები და გადაადგილება ყველა მიმართულებით შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. განხორციელდა დატბორილი ადგილების ამოტუმბვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner