საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.
„ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთისსაავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა.
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთისსაერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია, ხოლო საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე გრძელდება გზის გაწმენდის სამუშაოები. აღნიშნულ მონაკვეთებზე, მდინარის დონის დაწევისთანავე სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს სახიდე გადასასვლელი და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები. მოძრაობის აღდგენამდე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე.
მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზის მე-15 -16 -18 და 25-ე კმ-ებზე, სადაც ოთხ ადგილას ჩამოწოლილი იყო მეწყერი. გზის მონაკვეთის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.