logo_geo
eng_logo
ლერი ბარნაბიშვილი: ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლის და ზიანის რაოდენობა
- +

8 სექტემბერი. 2023. 19:31

 


ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლის და ზიანის რაოდენობა - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილი, რომელიც გურიაში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ გვაქვს მსხვერპლი მოსახლეობაში. მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ამ ეტაპზე, გარდაცვლილი არის ორი ადამიანი, ერთი მათ შორის არის მოზარდი ბავშვი, ასევე გრძელდება მეორე მოზარდის ძებნა ლანჩხუთში“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახური, საგზაო დეპარტამენტი, მძიმე ტექნიკასთან ერთად მუშაობს ცოცხალი მაშველი ძალა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული არის სამაშველო სამსახური,ჩართულია საგზაო დეპარტამენტი, ეს ფაქტი მოხდა მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ამიტომ მძიმე ტექნიკასთან ერთად მუშაობს ცოცხალი მაშველი ძალა. მთლიანად რეგიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია ხიდები, გარემოს მოწყვეტილი იყო მოსახლეობა, თუმცა ყველას მოხდა დაკავშირება. კონტაქტზე არიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სამაშველო სამსახურები.

უნდა აღინიშნოს, რომ დილიდანვე, სტიქიის პირველივე საათებიდან როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე, ჩართული იყო სამაშველო სამსახურები, ჩართული იყო პრემიერის ადმინისტრაცია, მე პირადად ვიყავი კონტაქტზე სამაშველო სამსახურთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლის და ზიანის რაოდენობა“, - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner