ავტორი ანა ფერაძე
„რეპორტიორთან" საუბრისას „ქართული ოცნების" რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ განაცხადა, რომ „ ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გამარტივდა მთავრობასთან და დეპუტატებთან კომუნიკაცია. აქვე ენუქიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობა მის მიმართ კეთილგანწყობილია და დარწმუნებულია გამარჯვებაში.
„ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ამიტომ უნდა შევეგუოთ, რომ ადამიანებს აქვთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ჩვენ ვეცდებით, რომ ხალხს მივცეთ საკანონმდებლო ბაზა, სამომავლოდ რომ განვავითაროთ და დავხვეწოთ სისტემა, ადამიანებისთვის „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში გამარტივდა მთავრობასთან და დეპუტატთან კომუნიკაცია.
მე ვგრძნობთ ჩემი ამომრჩევლის მაჯისცემას. ამბროლაურის რაიონიდან ვარ წარმოშობით და ეს ფაქტორი ძალიან მიმარტივებს მათთან ურთიერთობას", - განაცხადა ენუქიძემ.
როგორც ენუქიძემ აღნიშნა, მოსახლეობა მის მიმართ კეთილგანწყობილია და თანადგომას უცხადებს.
„პირადად მე ჩემი მისამართით დიდ სიმპათიას და კეთილგანწყობას ვგრძნობ რაიონებში, თანადგომას მიცხადებენ, მხარდაჭრის ჯგუფები იქმნება და აქტიური შეხვედრები იმართება. ახალგაზრდები ენთუზიაზმით არიან ჩართულნი მთელ ამ პროცესში.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი წარმატებული და უსაფრთხო მომავალი, რომ მათთვის მამა-პაპისეულ მიწა-წყალზე დაბრუნება მომხიბვლელი იყოს. ათასობით ადამიანს ვხვდები და გამარჯვების მოლოდინი, რა თქმა უნდა, მაქვს! იმიტომ რომ ჩემს უკან დგას ძლიერი, მოქმედი და კეთილისყოფელი, საქმის მკეთებელი გუნდი - „ქართული ოცნების" სახით", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.