უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის ტემპი რუსეთის წინააღმდეგ ომში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისწრაფით გადაეცემა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ და ინიციატივა ჩვენს მხარეზეა. [...] დღეს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი. როდესაც ზოგიერთი პარტნიორი ამბობს: რა ხდება კონტრშეტევასთან დაკავშირებით, როდის იქნება შემდეგი ნაბიჯი? ჩემი პასუხია: დღეს ჩვენი ნაბიჯები ალბათ უფრო სწრაფია, ვიდრე ახალი სანქციების პაკეტები [რუსეთის წინააღმდეგ]“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.