უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთარში ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით შეაშინებს.
„ჩემი აზრით, პუტინს ერთი ნაბიჯი დარჩა - შეაშინოს მსოფლიო ბირთვული იარაღით. ის დააშინებს მთლიანად დასავლეთს და არა უკრაინას, თუმცა უკრაინა და უკრაინელები იტანჯებიან უპირველეს ყოვლისა, მაგრამ [საბოლოოდ] ის [პუტინი] დაიტანჯება. მან იპოვა ერთიანობის ეს მყიფე ადგილი დასავლელ პარტნიორებს შორის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.