საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის ეროვნულ გუნდს თბილისში უმასპინძლა და 1:7 დამარცხდა.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ოთხი ქულით დარჩა, ხოლო ესპანეთმა ექვსი ქულით გადაგვასწრო. ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგ შეხვედრას 12 სექტემბერს ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში გამართავს.