ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამამ შვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 109-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.