logo_geo
eng_logo
Financial Times: ჩრდილოეთ კორეა მზადაა, რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმოს
- +

9 სექტემბერი. 2023. 11:10

 

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მზადაა, რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times წერს და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რას შეიძლება ითვალისწინებდეს ასეთი შეთანხმება.

 

„ფხენიანს შეუძლია, მიაწოდოს მოსკოვს საბრძოლო მასალები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და მცირე მანძილის ბალისტიკური რაკეტები - ეს დაეხმარება რუსეთს, უკრაინის კონტრიერიში შეაჩეროს“, - აღნიშნავს გამოცემა.

 

Financial Times-ის ცნობით, ამის საპასუხოდ, მოსკოვმა შეიძლება შესთავაზოს ფხენიანს მარცვლეული, ნავთობი და სამხედრო ტექნოლოგიები. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემის შემთხვევაში სამხრეთ კორეისა და იაპონიის წინააღმდეგ არსებული საფრთხე საგრძნობლად გაიზრდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner