„მიმდინარეობს ოჯახების აღწერა, ახლაც არის გარკვეული ჩამონათვალი იმ სახლების, რომლებიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება. რა თქმა უნდა, არცერთი მოქალაქე არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.
„მოსახლეობის ნაწილი უარს აცხადებდა თავისი საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე, თუმცა უმეტესი ნაწილი დავითანხმეთ. კვლავ გრძელდება მათი გამოყვანა, ახლაც მიმდინარეობს ღონისძიებები. არის ლოკაციები, სადაც გზა არ არსებობს და მაშველებს მოსახლეობა ნავებითა და სხვა სპეცსაშუალებებით გადმოჰყავთ. ყველასთან დამყარებულია კონტაქტი, ამ პროცესში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის წარმომადგენლები, დეპუტატები. მუშაობს მძიმე ტექნიკაც, ადგილზე არის საგზაო დეპარტამენტი და გეოლოგიის სამსახური. დილიდანვე გეოლოგებმა დაიწყეს იმ ლოკაციების შესწავლა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს და სადაც შესაძლოა საჭირო გახდეს ევაკუაცია. მიმდინარეობს ოჯახების აღწერა, ახლაც არის გარკვეული ჩამონათვალი იმ სახლების, რომლებიც საცხოვრებლად აღარ გამოდგება. რა თქმა უნდა, არცერთი მოქალაქე არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე“, - აცხადებს ლერი ბარნაბიშვილი.
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.