logo_geo
eng_logo
თემურ მღებრიშვილმის განცხადებით, სტიქიის ზონიდან სხვადასხვა საშუალებით, კიდევ 62 ადამიანია გამოყვანილი
- +

9 სექტემბერი. 2023. 11:45

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონიდან სხვადასხვა საშუალებით, 62 ადამიანია გამოყვანილი.

 

„62 ადამიანია გამოყვანილი როგორც ნავების დახმარებით, ასევე ფეხითა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. აღნიშნული ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მეხანძრე მაშველები. თუ დადგება ვერტმფრენის საჭიროება, მზადყოფნაში ვართ. ასე, რომ სრული მობილიზებაა გამოცხადებული“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

 

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner