logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: არ ვიცი, რომელ სახელმძღვანელოში წერია, რომ ქვეყნის ინტერესების გატარება კონსტიტუციის დარღვევის გზით შეიძლება. ვისურვებდი, პრეზიდენტი კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს
- +

9 სექტემბერი. 2023. 12:21

 

 

თუ პრეზიდენტს საქართველოსთვის მართლაც კარგის გაკეთება სურს და უნდა, რომ თავისი ვიზიტებით სარგებელი მოუტანოს, ეს მან კონსტიტუციურ ჩარჩოში გააკეთოს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრისას განაცხადა.

 

„არ ვიცი, რომელ სახელმძღვანელოში წერია, რომ ქვეყნის ინტერესების გატარება კონსტიტუციის დარღვევის გზით შეიძლება. ეს მართლაც გაუგონარი ამბავია და ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს. თუ მას საქართველოსთვის მართლაც კარგის გაკეთება სურს და უნდა, რომ თავისი ვიზიტებით სარგებელი მოუტანოს, ეს მან კონსტიტუციურ ჩარჩოში გააკეთოს“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner