logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ევრორეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ერთად უნდა გავაგრძელოთ - ერთი მხრივ, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მეორე მხრივ, ოპოზიციის მხრიდან უნდა იყოს თანამშრომლობა უმრავლესობასთან
- +

9 სექტემბერი. 2023. 12:23

 

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი და ევროპული გზავნილები შეაფასა.

 

მისი თქმით, ჟოზეფ ბორელის მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.

 

„რაც არა ერთხელ გვსმენია ევროკავშირისგან არის ის, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ერთად უნდა გავაგრძელოთ. ერთი მხრივ, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მეორე მხრივ, ოპოზიციის მხრიდან უნდა იყოს თანამშრომლობა უმრავლესობასთან იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მივაღწიოთ. ველით, რომ ევროკავშირის შეფასებები იქნება სამართლიანი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner