„მომაკვდავმა სააკაშვილმა დემენციის მორიგი რეციდივის ფონზე, გუშინ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებზე ისეთი ნიანგის ცრემლი ღვარა, რომ მოგვიწევს მის ანტიდემენციურ მკურნალობაში, სუფთა ჰუმანურობის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
ქართველიშვილი ფრანგი პოლიტოლოგის და კინოდოკუმენტალისტის, რაფაელ გლუქსმანისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილი ხარჯების სიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ახლა გასაგებია, რატომ უნდათ კუბილიუსს, იუკნავიჩიენეს, ფოტიგას, კალიურანდს, ფონ კრამონს და სხვებს სექტის ხელისუფლებაში დაბრუნება,"ოცნებამ" ეს უფასო "კარმუშკა" გააუქმა და ამიტომ ებრძვიან მას ასეთი გაშმაგებით.
მისივე თქმით, ჩამოთვლილ ლოკაციებზე გლუკსმანთან ერთად იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, ირმა ნადირაშვილი, ალანა გაგლოევა, ზურაბ დარჩიაშვილი, სოფიო თათარაშვილი, ლევან ქარდავა, დავით ბაქრაძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი არველაძე, კობა ნაყოფია, მერი კოკაია, გიგი უგულავა, გიორგი ვაშაძე, გია ყარამანიშვილი და ა.შ.
„მომაკვდავმა სააკაშვილმა დემენციის მორიგი რეციდივის ფონზე, გუშინ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებზე ისეთი ნიანგის ცრემლი ღვარა, რომ მოგვიწევს მის ანტიდემენციურ მკურნალობაში, სუფთა ჰუმანურობის პრინციპებიდან გამომდინარე - ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. დღევანდელი ჩვენი "გმირი" - ფრანგი პოლიტოლოგი, კინოდოკუმენტალისტი რაფაელ გლუქსმანია. სანამ დაწვრილებით გავივლით, ქართველი გადასახადების გადამხდელთა ხარჯებით რა მატერიალური "პატივი" ვეცით მას, ორიოდე სიტყვა ვთქვათ თავად ჩვენი "მუქთა" ფულის მჭამელზე.
2004 წელს გადაღებული ფილმის "Orange 2004"-ის ავტორი, ორგანიზაცია "სწავლა საზღვრების გარეშე"-ს (Études sans frontières) დამფუძნებელი, რომელიც ახალგაზრდა ჩეჩნებს ეხმარება ევროპაში განათლების მიღებას. ეკა ზღულაძის ქმარი და მათი საერთო შვილის მამა, რაც არ უშლის მას ამავდროულად ფრანგ ჟურნალისტ ლეა სალომესთან თანაცხოვრებას. 2019 წელს ევროპარლამენტის არჩევნებში მოხვდა სოციალისტური პარტიის სიის სათავეში (მის პარტიულ სიას წილად ხვდა 6 სადეპუტატო მანდატი). ახლა კი ჩემი ფინალური კითხვა - იმსახურებს კი ყოველივე ჩამოთვლილი იმას, რომ მხოლოდ რამდენიმე თვეში (2012-2013 წ.წ.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩემი და თქვენი ფულით - რაფაელ გლუქსმანზე იყო დახარჯული 370 ათასი ლარი. კერძოდ:
2012 წლის 25 თებერვლიდან აშშ-ში 6-დღიანი ყოფნის კვების ხარჯი - 21349 ლარი
2013 წლის 19 იანვრის დუბაის რესტორან Hakkasan-ში სადილის ხარჯი - 8295 ლარი
2013 წლის 19 იანვარს დუბაიში 2 დღიანი ყოფნის ხარჯი - 60239 ლარი
2012 წლის 24 მარტს სინგაპურში 2 დღიანი ყოფნის ხარჯი - 42948 ლარი
2012 წლის 22 მარტს ტაილანდში 3 დღიანი ყოფნის ხარჯი - 86163 ლარი
2012 წლის 29 მარტს დუბაიში 3 დღიანი ყოფნის ხარჯი - 41744 ლარი
2012 წლის 27 აპრილს დუბაიში 3 დღიანი ყოფნის ხარჯი - 48389 ლარი
2012 წლის 26 აგვისტოს კორსიკაზე 2 დღიანი ყოფნის ხარჯი - 28969 ლარი
2012 წლის 13 დეკემბერს ჰოლანდიაში 2 დღიანი ყოფნის ხარჯი - 16313 ლარი
2012 წლის 13 მაისს სლოვენიაში ყოფნის ხარჯი - 279 ლარი
ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე გლუქსმანისთვის შეძენილი ავიაბილეთების საერთო ხარჯი - 15328 ლარი
ამ მხოლოდ ერთი მაგალითიდან ნათლად ჩანს, თუ რატომ ძვრებიან ყველა "შავი ხვრელიდან" კვლავ ხელისუფლებაში ჩვენი სექტანტები - არ გეგონოთ, რომ ყველა ჩამოთვლილ ლოკაციაზე გლუქსმანი მარტო იმყოფებოდა. მე ჩამოგითვლით მისი კამპანიის წევრებს: მიხეილ სააკაშვილი, ირმა ნადირაშვილი, ალანა გაგლოევა, ზურაბ დარჩიაშვილი, სოფიო თათარაშვილი, ლევან ქარდავა, დავით ბაქრაძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი არველაძე, კობა ნაყოფია, მერი კოკაია, გიგი უგულავა, გიორგი ვაშაძე, გია ყარამანიშვილი და...დავიღალე დანარჩენების ჩამოთვლით.
ახლა ხომ გესმით, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუქსმანისაგან მოყოლილი ამ სათავგადასავლო მუქთა მოგზაურობების შესახებ ისტორიების შემდეგ: რატომ უნდათ კუბილიუსს, იუკნავიჩიენეს, ფოტიგას, კალიურანდს, ფონ კრამონს და... დავიღალე დანარჩენების ჩამოთვლით - სექტის ხელისუფლებაში დაბრუნება. "ოცნებამ" ეს უფასო "კარმუშკა" გააუქმა და ამიტომ ებრძვიან მას ასეთი გაშმაგებით“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.