logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: სამწუხაროდ, საქართველოში პროფილაქტიკური მკურნალობა ნაკლებად პოპულარულია
- +

7 სექტემბერი. 2016. 17:08



ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრის გიგა ბუკიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები მრავალმხრივია. როგორც ბუკიამ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობისგან ჯანდაცვისადმი მენტალური მიდგომა უნდა შეიცვალოს და მოქალაქეებმა პროფილაქტიკური მკურნალობა გამოიყენონ.



„ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არის მრავალმხრივი, ვინაიდან ევროპული სტანდარტი, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ბოლო ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მიღწეული.  არის ტერიტორიული პრობლემები, სუპერტექნოლოგიური კლინიკები არ არის და ა.შ.  ამავე დროს მოსახლეობისგან ჯანდაცვისადმი მენტალური მიდგომები უნდა შეიცვალოს. სამწუხაროდ, საქართველოში პროფილაქტიკური მკურნალობა ნაკლებად პოპულარულია. ადამიანთა უმეტესობა ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ მიმართავს ექიმს. პროფილაქტიკური მკურნალობა სინამდვილეში ზოგავს თანხებს, უფრო იაფი ჯდება.

 

მთავრობამ ჯანდაცვის მხრივ განახორციელა დიდი პროგრამები, მაგალითად, როგორიცაა C ჰეპატიტის პროგრამა. თითო პაციენტის მკურნალობა 80 000 დოლარამდე ჯდება, საქართველოში კი მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა, თუმცა პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობს",-  განაცხადა ბუკიამ.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner