logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ვის, ვის და კოლექტიურ გვარამიებს, მელაძეებს და კვესიტაძეებს უფლება არ აქვთ ამ თემით მანიპულაციის, არ მგონია დავიწყებული ჰქონდეთ მათ ბელადს ქვეყნის ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ რომ ჰქონდა გადაქცეული
- +

9 სექტემბერი. 2023. 12:58

 

 

„როცა საქმე შვილებს ეხება, ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელი თემაა. არ შევეხებოდი კვლავ ამას, დღეს რომ არ მენახა ეს უშუბლო ადამიანები ისევ როგორ აგრძელებენ პრემიერის შვილის თემას. ვის ვის და კოლექტიურ გვარამიებს, მელაძეებს და კვესიტაძეებს უფლება არ აქვთ ამ თემით მანიპულაციის, არ მგონია დავიწყებული ჰქონდეთ მათ ბელადს ქვეყნის ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ რომ ჰქონდა გადაქცეული,“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მათი ბელადი, არამხოლოდ შვილების საწავლისთვის ხარჯავდა ბიუჯეტის ფულს, ოჯახის წევრების ტანსაცმელსაც ჩვენი ფულით ყიდულობდა.

 

„როცა საქმე შვილებს ეხება, ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელი თემაა. არ შევეხებოდი კვლავ ამას, რომ დღეს არ მენახა ეს უშუბლო ადამიანები ისევ როგორ აგრძელებენ პრემიერის შვილის თემას. ვის ვის და კოლექტიურ გვარამიებს, მელაძეებს და კვესიტაძეებს უფლება არ აქვთ ამ თემით მანიპულაციის, არა მგონია დავიწყებული ჰქონდეთ, მათ ბელადს ქვეყნის ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ რომ ჰქონდა გადაქცეული.

 

ეს მოგონილი არ არის, ამის ყველა საბუთი არსებობს. გარდა სანდრას და შვილებისა, ქვეყნის ბიუჯეტი იხარჯებოდა დედა გიულიზე, ბებია მზიაზე და ა.შ. მაგ. მესტიაში სასტუმრო "თეთნულდში" მზია ბებოს განთავსება ბიუჯეტს 90 ლარი დაუჯდა, დააკვირდით, 90 ლარი, ასეთი პატარა თანხის გადახდასაც არ კადრულობდა საკუთარი ჯიბიდან სააკაშვილი. ბიუჯეტით ფინანსდებოდა თემურ ალასანია, მისი შვილი ნიკოლოზი. მათი სასტუმროსა და ავიაბილეთების ხარჯებსაც ვიხდიდით ჩვენ.

 

აღარაფერს ვამბობ ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილების სწავლის გადასახადებზე ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიასა და ბრიტანულ აკადემიაში, თავისი კვებით, ინდივიდუალური ტრენერებით ცურვასა და ჩოგბურთზე. ამასაც არ ჯერდებოდა „ვივა-მედის“ პაციენტი. ოჯახის წევრებისთვის ტანსაცმელსაც ჩვენი ფულით ყიდულობდა. მაგ. 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 26 თებერვლის პერიოდში მხოლოდ ტანსაცმელში 115.171.14 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

 

ხარჯი გაწეულია არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ მისი შვილისათვის კოსტიუმის შეძენაზე.... მოკლედ, აღარ გავაგრძელებ, ღარიბაშვილის შვილის სწავლის თემაც ვერ ააგორეს. ხალხი ბრძენია, ხალხი ყველაფერს ხედავს და ის დრო აღარ არის, ყველა ტყუილს რომ აჯერებდნენ ხალხს.“ - წერს ფოჩხუა facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner