logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ყველაზე ამორალური ის არის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი ხარჯებით შვილის ამერიკაში წაყვანის ამბავს ტყუილითა და მდაბიო სიყალბით რომ ავრცელებენ
- +

9 სექტემბერი. 2023. 13:00

 

 

აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ იხარჯებოდა საქართველოს ბიუჯეტის თანხები ისეთი ადამიანების მოგზაურობებში, რომელთაც არანაირი შეხება არ ჰქონდათ არამც თუ სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხების გამოყენებასთან, ზოგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებიც არ იყვნენ“, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ამორალურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი ხარჯებით შვილის ამერიკაში წაყვანის ამბავს ტყუილითა და მდაბიო სიყალბით ავრცელებენ.

 

„ერთხელ კიდევ დავუბრუნდები იმ ჭყლოპინს, რომელიც აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ატყდა და რომელიც სხვადასხვა ოფიციალური განმარტებების შემდეგაც არ ცხრება.

 

არ მიყვარს ასეთი შედარებები, მაგრამ აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ იხარჯებოდა საქართველოს ბიუჯეტის თანხები ისეთი ადამიანების მოგზაურობებში, რომელთაც არანაირი შეხება არ ჰქონდათ არამც თუ სახელმწიფოს ბიუჯეტის თანხების გამოყენებასთან, ზოგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებიც არ იყვნენ.

 

კარგი, არაფერს ვიტყვი გიული ალასანიას სხვადასხვა სამგზავრო ხარჯებზე. მაინც დედაა და შეიძლება "ქართულ პონტში" გაუგო. ნუ მოუნდა დედას სადღაც წასვლა. მაგ: ქობულეთში, ან პოლონეთში და შვილს იმ წუთში ჯებეზე ფული არ ჰქონდა. რას იზამ, ხდება ხოლმე.

 

ნუ კაი, თემურ ალასანია ბიძაა და ერთი ორი 2000 ლარიანი მგზავრობა რა სათქმელია (მერე რა, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის), მაგრამ ვერა ქობალიას და "რა მოხელე ნაჩალნიკი" იყო სასტუმროს ხარჯები ბიუჯეტმა რომ გადაუხადა?

 

ირონიას გვერდზე გადავდებ და პირდაპირ ვიტყვი - ყველაზე ამორალური ის არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი (ვიმეორებ - საკუთარი) ხარჯებით შვილის ამერიკაში წაყვანის ამბავს ტყუილითა და მდაბიო სიყალბით რომ ავრცელებენ.“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner