logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო
- +

9 სექტემბერი. 2023. 16:50

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.

 

მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 

“გულითად თანაგრძნობას  ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო.

 

სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს.

 

გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას”, - წერს პრემიერი “ტვიტერზე”.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner