გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულებულთა დასახმარებლად, „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციებში სურსათი, ჰუმანიტარული და პირველადი ჰიგიენური საჭიროებების ნივთები გროვდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დილიდან „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციებში, ადგილობრივი გუნდისა და აქტივის მიერ, გროვდება სურსათი, ჰუმანიტარული და პირველადი ჰიგიენური საჭიროებების ნივთები, რომლებიც შემდგომში იგზავნება გურიის რეგიონში, სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და ჩვენს ქვეყანას“, - წერს დიტო სამხარაძე.
https://www.facebook.com/dito.samkharadze/posts/6590709627710187?ref=embed_post