logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: მთელი ღამე ვმუშაობდით ყველა მოსახლესთან - ყველა მიმართულებით გრძელდება უწყვეტი მუშაობა
- +

9 სექტემბერი. 2023. 17:30

 

 

მინდა მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომლებსაც გარდაეცვალათ ოჯახის წევრი, სამწუხარო ამბავია”, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„მთელი ღამე ვმუშაობდით ყველა მოსახლესთან - დეპუტატები, რწმუნებულები პირდაპირ კონტაქტზე იყვნენ. გუშინვე გადავიყვანეთ დაახლოებით ოცამდე ადამიანი სასტუმროში. დღეისთვის ვმუშაობთ აქტიურად, რომ გავასუფთაოთ სამანქანე გზები. ასევე იყო პაციენტი, რომელიც საჭიროებდა დიალიზს და დილიდანვე, სამაშველოსთან ერთად, უზრუნველვყავით, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაგვეყვანა. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით გრძელდება უწყვეტი მუშაობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner