logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჟოზეფ ბორელი პოლარიზაციის თემას არ შეეხო, რადგან ზუსტად იცის, რომ სწორედ ოპოზიციაა, ვინც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში არ შემოდის
- +

9 სექტემბერი. 2023. 18:35

 

 

იყო გარკვეული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შიგნით უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობის საკითხები”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული გზავნილები შეაფასა.

 

მისი თქმით, ჟოზეფ ბორელი პოლარიზაციის თემას არ შეეხო, რადგან ზუსტად იცის, რომ სწორედ ოპოზიციაა, ვინც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში არ შედის.

 

„იყო გარკვეული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შიგნით უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობის საკითხები. პოლარიზაციის თემას არ შეეხო, რადგან ზუსტად იცის, რომ სწორედ ოპოზიციაა, ვინც სამუშაო ჯგუფებში არ შემოდის. ვფიქრობ, საკმაოდ მაღალ დონეზე იყო გაცემული პასუხები თავისი ხარისხით, შინაარსითაც და სიღრმითაც. პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ზუსტ ინფორმაციას აწვდიან ბორელსაც და ევროკავშირსაც“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner