logo_geo
eng_logo
აფრიკის კავშირი „დიდი ოცეულის“ მუდმივი წევრი გახდა
- +

9 სექტემბერი. 2023. 22:57

 

 

აფრიკის კავშირი „დიდი ოცეულის“ მუდმივი წევრი გახდა. გადაწყვეტილება „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში მიიღეს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო.

ორდღიან სამიტზე მსოფლიო ლიდერები მდგრად განვითარებაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.

სამიტზე არ მიუწვევიათ უკრაინა, რუსეთს კი, პუტინის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სამიტს ესწრება შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner