სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზები გაიწმინდა, ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებზე კი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა – მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს და მთლიანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელთაც არაერთი ადამიანი გადაარჩინეს. მადლობა ყველას, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად“, - განაცხადა მერმა.
სტიქიის პირველივე დღიდან მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქმედებს ცხელი ხაზი: 577 601 304