ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს არჩევნებისთვის შექმნილია დემოკრატიული სივრცე.
„ერთი შეხედვით, საინტერესოდ დემოკრატიული სივრცეა არჩევნებისთვის შექმნილი. ბევრ პოლიტიკურ ძალას საშუალება აქვს, აწარმოოს ნორმალური საარჩევნო პროცესი. ასევე, ბევრს აქვს შანსი, მოხვდეს მომავალ პარლამენტში. ასეთი რამ საქართველოში კარგა ხანია, არ ყოფილა. თავისთავად, ეს საინტერესოა. თუმცა, ამის პარალელურად მართლდება ჩემი ვარაუდი კომპრომატების ომთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში გაცხოველებულ ფაზაში შევიდა", - აცხადებს მამუკა არეშიძე.